LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაცია

„შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება DCFTA-ს შეთანხმებას გადავხედოთ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთ – ეს არის შესაძლებლობები“ – ევროკომისარი მარტა კოსი

„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული“ - ამბობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.

მდინარაძე სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, დასაშანტაჟებელი აღარაფერი იარსებებს, რით უნდა დაგვემუქრონ, ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!

ერთი ვარიანტი არის ხალხის დასჯის მცდელობა. ჩვენ [ხელისუფლებას] რომ გვსჯიან გასაგებია და შევეგუეთ ამას, ვიტანთ, რადგან ბოლომდე გავითვითცნობიერეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი - აცხადებს მამუკა მდინარაძე

კახა კალაძე: „2028 წელსაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც – რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ ბიუროკრატს, რომელიც ქართველ ხალხს შანტაჟის ენით ელაპარაკება“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და „გაზულუქებული, კორუმპირებული ბიუროკრატების“ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა.