ვფიქრობ, ალექსეი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ: ვლადიმერ პუტინი
„ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა რუსეთში მოქმედ კანონს“, - განაცხადა პუტინმა.
„ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა რუსეთში მოქმედ კანონს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი განცხადებით, „რუსეთი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა კიბერსივრციდან ყველაზე მეტი სხვადასხვა სახის კიბერშეტევა ხორციელდება“.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის.
გაფართოებულ ფორმატში, მხარეები სტრატეგიულ სტაბილურობაზე, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე, კონფლიქტებსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
დღეს ჟენევაში პრეზიდენტების რანგში ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.