კრემლის ცნობით, ვლადიმირ პუტინთან ერთად წითელ მოედანზე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები.
უკრაინული წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავის მხრივ კრემლთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.