მერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო“ და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, ასევე მოწყობა სანიაღვრე ქსელი.