კოვიდ-19-ის რეკომენდებული მკურნალობისთვის, ჯანმომ საკუთარ გაიდლაინებს დაამატა "ბარიციტინიბი", როგორც მტკიცედ რეკომენდებული, ხოლო "სოტროვიმაბი" - "პირობითი რეკომენდაციით".
"ომიკრონის" ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე და აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, სხვა შტამებისგან განსხვავებით, რომლებიც იწვევენ მძიმე პნევმონიას" - ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.
გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი 3 მილიონზე მეტი შემთხვევიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.