LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ტატიშვილი და მამადიანი დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს.

ლიფტი არ მუშაობდა და “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ – ადვოკატი

სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი" არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ.

მითითებულ ადგილებზე დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა – “ყაზტრანსგაზ-თბილისი”

კომპანიაში ამბობენ, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო და აფეთქების მიზეზი მათთვის ამ ეტაპზე უცნობია.

“ყაზტრანსგაზმა” აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებული ერთადერთი განცხადებაც წაშალა

პოსტი სავარაუდოდ, უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაიშალა. განცხადების ქვეშ, "ფეისბუქმომხმარებლები" კრიტიკულ კომენტარებს წერდნენ.