1 დეკემბერის ჩათვლით - „შიდსის მსოფლიო დღე“-სთან დაკავშირებით ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით ზოგადი მოსახლეობისთვის აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე ტესტირების კვირეული.
ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს.
ღონისძიების ორგანიზატორი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ გახლდათ და როგორც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა, დღეს, საქართველოში, ნარკომომხმარებელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტიგმატიზებული ჯგუფია.