როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
თბილისის მერის განცხადებით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.
აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირებისთვის და 1 ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.