გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.
თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.
პარალელურად კი ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა იწყება.სხდომაზე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ, რა დროსაც გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.