LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე

„მე, ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი“ – ზურაბ ჯაფარიძე 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ.“

ჯაფარიძე: „როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, რაღაცები პირში უნდა უთხრა – ჩვენი მინისტრი არც ერთის გამკეთებელი არ არის“

აღნიშნულით ჯაფარიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.

კობახიძე: „ხოშტარია-ჯაფარიძე ნომერ პირველი აგენტები და მონები არიან, მათი მცდელობა, ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული“ 

„ხოშტარიას თითქოს ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია“ - ამბობს კობახიძე.

რაქვიაშვილი: „ხოშტარია-ჯაფარიძის განცხადებები იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია“

„ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაფასო ელენე ხოშტარიას გულწრფელობაა, რომელმაც ერთგვარად აღიარა თავისი წარსული შეცდომები“ – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.