LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: „როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, რაღაცები პირში უნდა უთხრა – ჩვენი მინისტრი არც ერთის გამკეთებელი არ არის“

127
ზურა ჯაფარა და ილია დარჩიაშვილი

„რომ გვქონდეს მოლოდინი, ილია დარჩიაშვილი იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს, სერგეი ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა,

აღნიშნულით ჯაფარიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ წასვლას და მერე პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას, შინაარსი არ აქვს.

„გააჩნია, როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ის იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება.

ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს იქნება პრობლემა, თუმცა მეტიც, დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა NATO-ში, სადაც, მაგალითად, მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ცალკე უკრაინა-NATO-ს კომისიის შეხვედრაც იმართება.

წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე, ცალკე ყოფილიყო საქართველოს-NATO-ს კომისიის შეხვედრა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე იქ დასწრება, სადაც ახლა არის წასული.

მაშინ არ უნდა წასულიყო, ბოიკოტი იქნებოდა გამოსავალი. წასვლა და მერე პროტესტის ნიშნად დატოვებას, შინაარსი არ აქვს.

ხომ იცის, რომ ლავროვი ესწრება, ან არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები. ჩვენი მინისტრი არც ერთის და არც მეორეს გამკეთებელი არ არის“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს.

უწყების ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები