ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, ასევე, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომში, ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში.
თუ არ გვინდა გავიმეოროთ შეცდომები და ვებრძოლოთ შედეგებს, დიპლომატია არის მოლაპარაკების მეცნიერება და ურთიერთობის ხელოვნება, - აცხადებს ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ავტორი წიგნისა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.