ცნობილი საიტის Alibaba.com-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენს ჯეკი მას ცხოვრებაში ბევრჯერ უთხრეს უარი. მისი მცდელობა მოეძებნა სამსახური, 30-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მას უარი უთხრეს პოლიციაში მუშაობაზე, ასევე სწრაფი კვების ობიექტში დასაქმებაზე. გარდა ამისა, 10-ჯერ წარდგენილი განაცხადის მიუხედავად, ყოველ ჯერზე უარი მიიღო ჰარვარდში სწავლაზე.