პრემიერის თქმით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას.
პრემიერის თქმით, არსებული პროგნოზით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მევენახეების შემოსავალი, მთლიანობაში, 2012 წელს 70 მლნ ლარს შეადგენდა, შარშანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 350 მლნ ლარამდე გაიზარდა.
პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაა.
მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.
პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.