მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება, რადგან ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, რუსეთია.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პუტინის ბრძანების თანახმად, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება „გამარტივებული წესით“ ისე შეეძლებათ, რომ „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარი არ თქვან.