LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

192
ვლადიმირ პუტინი

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების გადაჭრის შესახებ შეთანხმებას რატიფიცირებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული, სამთავრობო მედია – РИА Новости წერს.

შესაბამისი კანონი ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. პუტინის ბრძანების თანახმად, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება „გამარტივებული წესით“ ისე შეეძლებათ, რომ „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარი არ თქვან.

ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეობის მიღების პირობებს, განცხადებების შეტანის წესს, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და ამ განცხადებების განხილვის წესს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ადგენს.

„გალმა შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, რადგან იქ არავინ ცხოვრობს - მეეჭვება, ჩვენთან ვინმე დარჩეს“ – „საზოგადოებრივი პალატის“ წევრი ბჟანიას

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონი 15,5 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა და ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რაც ძალიან აღელვებს.“

რაც შეეხებათ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათ განაცხადს თან უნდა ჰქონდეს მშობლების მოქალაქეობა, თუმცა იმ პირობით, რომ პერსპექტივაში ბავშვი მოქალაქეობის არმქონე.

ამავდროულად, ბავშვის მოქალაქეობა არ იცვლება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იცვლება მისი მშობლების მოქალაქეობა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლებენ, სადაც ისინი ცხოვრობს.

გარდა ამისა, როგორც რუსული მედია წერს, ორივე ქვეყნის მოქალაქე პირები სამხედრო სამსახურს მოიხდიან იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს და სამხედრო სამსახურის შემდეგ, სხვა ქვეყანაში გაწვევისაგან თავისუფლდებიან.

„ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ამბიციური რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია“ – ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები