მიხეილ სარჯველაძე “პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით საპატრიარქოსა და საქართველოში მოქმედი სხვა და სხვა რელიგიური კონფესიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა
სამინისტროს ცნობით, 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
Tbilisi Pride-ის განცხადებით კი, „რადიკალურ ჯგუფებს პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით, საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეჰყავთ“, როდესაც „ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. „გეი აღლუმი“ ტარდება“.