„მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება, თუმცა იძულებული არიან პრეზიდენტს „კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ“.
უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.
„ამ ეტაპზე, პრევენციის მიზნით, იოდის თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული და არ შეიძლება მოვიმარაგოთ ან მოვემზადოთ იმისთვის, რაც დიდი ალბათობით არ მოხდება“ - ირაკლი ფორჩხიძე
ოკუპანტი რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე ათობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის აგრესიის მეშვიდე დღეს, კვლავ იბომბება უკრაინის დედაქალაქის შემოგარენი – ოკუპანტები არ ერიდებიან სკოლების, ბაღებისა და ბავშვთა სახლების განადგურებას.
უკვე მე-6 დღეა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტი პუტინის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს — დაშავდა და გარდაიცვალა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.