2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.
„მთავარი აქ ის არის, რომ ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რაც ჩვენ მიმართ არსებობს ზედმიწევნით შევასრულოთ და ქვეყნის შიგნით არსებული დემოკრატიული პროცესები არ დავაზიანოთ“.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართ დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა.
კონცერტის ბილეთი TNET-ის Super app-ში 11 მაისის 16:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად, აპლიკაციაში Star Ring-ის კატეგორიის ბილეთი დაგხვდებთ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ახალი წესები დაეხმარება და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს პარაგლაიდინგის წარმომადგენლებს, რომ მათ უსაფრთხოდ, მაღალი სტანდარტებით აღასრულონ თავიანთი მომსახურება და სერვისი.
დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.