ჩაპლინთან მიმოწერაში აინშტეინმა აღფრთოვანებულმა აღნიშნა: "თქვენი ფილმი "ოქროს ციებ-ცხელება" მთელმა მსოფლიომ გაიგო და თქვენ აუცილებლად დიდი ადამიანი გახდებით"
უკეთესია დამარცხდე შენიანებთან ერთად, ვიდრე გაიმარჯვო უცხოებთან ერთად, რადგან არასდროს იქნება ის გამარჯვება ჭეშმარიტი, რომელსაც სხვისი იარაღით მოიპოვებ.
გააგრძელე სწავლა, სულერთია რას ისწავლი, მთავარია გონებას არ მისცე უსაქმურობის უფლება, რადგან ზარმაცი ტვინი - იმ დემონის სამჭედლოა, რომელსაც ალცჰეიმერი ჰქვია.
მინდა მოთმინება, რათა მივიღო ის, რისი შეცვლა არ შემიძლია, ნებისყოფა, რათა შევცვალო ის, რისი მიღება არ შემიძლია და ჭკუა, რომ ზედმეტად არაფერი ამივარდეს თავში.
„ვერანაირი გამარჯვება ვერ აანაზღაურებს მარცხს სიყვარულში“, - თვლიდა ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც გამარჯვების ფასიც კარგად იცოდა და მარცხიც საკუთარ თავზე გამოსცადა.