18 დან 29 აპრილამდე ნიუ-იორკში „ტრაიბეკის“ რიგით მე-17 ფესტივალი იმართება, სადაც გამარჯვებისთვის რამდენიმე საინტერესო ფილმი იბრძვის. კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა საკონკურსო ფილმებიდან ყველაზე სულისშემძვრელი 13 ფილმი შეარჩიეს.
კინოს ჟანრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ყოველთვის დეტექტივი სარგებლობდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით, რეჟისორებიც აქტიურად მუშაობენ ამ ჟანრში და საუკეთესო ნამუშევრებს ქმნიან.
ნებისმიერი მშობელი ცდილობს შვილის გაბედნიერებას, თუმცა ზოგს გამოსდის, ზოგს კი - ნაკლებად. გთავაზობთ ფილმების ნაკრებს იდეალურ მამებზე, რომლებიც თავისებურად ცდილობენ აუხდინონ ოცნებები შვილებს.
ფილმებს შორის, რომელთაც აპრილში იხილავს მაყურებელი, განსაკუთრებით საინტერესო ოგიუსტ როდენის ბიოგრაფიული ფილმი და გონებამახვილური ბოევიკია შარლიზ ტერონის მონაწილეობით.
სიყვარული - მარადიული და ამოუწურავი თემაა რეჟისორებისთვის, რომლებიც ყოველთვის ოსტატურად ასახავენ იდეალურ ურთიერთობას განსხვავებულ, ხშირად საკმაოდ რთულ სიტუაციაში. გთავაზობთ 14 ყველაზე დასამახსოვრებელ სიყვარულის ისტორიას, რომელთა ნახვისას, ნებისმიერს გაუჩნდება სურვილი თავად აღმოჩნდეს მთავარი პერსონაჟების ადგილას და საკუთარ თავზე გამოსცადოს მათი ემოციები.
თუ მოტივაცია არ გყოფნით საკუთარი ბიზნეს-იმპერიის შესაქმნელად და მსოფლიოს დასაპყრობად, მაშინ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფილმები ნახეთ და თამამი, თავგანწირული ავანტიურისტები აუცილებლად შთაგაგონებენ ახალ მიღწევებზე.
8 მარტს ქალბატონებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება მათთვის შექმნილი ფილმების ნახვა, რომლებიც პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობას, გრძნობებისა და ემოციების დამალვის გარეშე, გულწრფელად გამოხატვას გვასწავლიან.
ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონია 4 მარტს გაიმართება. იქამდე კი კინომოყვარულები მსჯელობენ, ვინ გახდება გამარჯვებული „ოსკარის“ მთავარ ნომინაციაში. ყველაზე დიდი ინტერესი კი, ცხადია წლის საუკეთესო ფილმისკენაა მიმართული. საინტერესოა, რას ფიქრობთ, რომელი მათგანი დაიმსახურებს წლის მთავარი ფილმის წოდებას.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება სამყაროც. ამიტომ, ზოგჯერ ძალიან საინტერესოა წარსულში მოგზაურობა, გასული წლების გახსენების ან სხვადასხვა ეპოქის თავისებურებების გაცნობის საუკეთესო საშუალება კი, თანამედროვე, თუმცა რეტროს სტილში გადაღებული ფილმებია.
მათ, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ნახა და ვეღარაფერი გააკვირვებს, იმ თანამედროვე ფილმების ნახვას ვურჩევთ, რომელთაც მაყურებელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
სუპერბოული არაა მხოლოდ სპორტული მოვლენა. პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი ნამდვილი მუსიკალური ფოირვერკია და ის ნაციონალური დღესასწაულის დონეზეა აყვანილი. წელს ჩემპიონატის გახსნას რამდენიმე მნიშვნელოვანი კინომოვლენის ანონსიც დაამთხვიეს. მათ შორის პირველად აჩვენეს ისეთი ფილმების თრეილერებიც, რომლებსაც საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება.
მსახიობის ნიჭს მაყურებელი დამაჯერებლობის მიხედვით აფასებს - თუ რამდენად სჯერა მისი ემოციების ეკრანზე. თუმცა ზოგჯერ, მსახიობებს ძალიან უმართლებთ, რადგან სცენარით გაწერილ გრძნობებს რეალურ ცხოვრებაშიც განიცდიან.