LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„ტრამპის მარშრუტი“

„აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს“ – ცნობილი ხდება „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები

13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს.

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს

„საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული მომიტინგეებით, ახალგაზრდებს თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი – მორგში ადგილი არ იყო, ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს“ – ირანელი ექიმი

ექიმის ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის დრო აღარ რჩებოდათ.

ტრამპი ორბანს: „თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა“

წერილში, რომელიც 10 დეკემბრით დათარიღებულია და რომელსაც ვიქტორ ორბანი ავრცელებს მინაწერით - „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“, ტრამპი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის.

რუსული მედია: აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა.
დონალდ ტრამპი

„აშშ ვენესუელას მართავს – ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა, ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ“ – დონალდ ტრამპი

მან ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა სხვებმა უკვე ისაუბრეს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს და უახლოვდებიან შეთანხმებას – „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება

ტრამპის თქმით, დონბასის რეგიონის ბედი, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

„ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია… მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“ – საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს“ – Reuters 

წყაროების ცნობით, დაზვერვის ანგარიშები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს, რომ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ტერიტორიების, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების, დაუფლება სურს.