LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„სოჭის პორტი“: „აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლის გახსნაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“

„სოჭის საზღვაო პორტის“ გენერალური დირექტორის, იური ვლადიმიროვის განცხადებით, სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.

მეუღლეს მისი დაკავებიდან მალევე ინფარქტი განუვითარდა, 16 წლის შვილობილი კი გაუჩინარდა – რუსეთში, 61 წლის პაციფისტ ჟურნალისტს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღე­ე­ბიდან, ნატალია ფილანოვა ომის საწინააღმდეგო მოძრაობას შეუერთდა. მისი ბრძოლის ფორმა კი არაძალადობრივი პროტესტია.

ზელენსკი: ომის დაწყებიდან ზუსტად 11 თვე გავიდა.. რთული ვითარებაა დონბასის ოლქში, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს, უკრაინა სისუსტეს არ გამოავლენს

„330 დღეა მედგრად ვიბრძვით უკრაინის გასამარჯვებლად. ეს არის ომი თავისუფლებისთვის. ყველაფერს ვიზამთ, ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და გავიმარჯვებთ.“

„მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის“ – ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

„ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის შექმნა. თქვენ ნამდვილად ძლიერები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ“ - წერს ტიმოშენკო.

„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას“ – ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს.

ნორვეგიის პოლიციამ რუსი დაქირავებული დაჯგუფების „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური დააკავა, რომელიც ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავშესაფარს ითხოვდა

გაქცევამდე მედვედევმა თქვა, რომ უკრაინაში ის შეესწრო „ვაგნერის“ მებრძოლების მკვლელობას, რომლებსაც საკუთარი მეთაურები ბრძანებების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ.

ლავროვი: ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

აღნიშნულის შესახებ ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ – არახამია კორუმპირებულ ჩინოსნებზე

24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრიანის ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და მოეშვან საეჭვო საქმეებს.

ბორის ჯონსონი: არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის თქმით, უკრაინამ საკუთარი თავი NATO-ში უნდა ეძიოს, რადგან ალიანსში არყოფნამ ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მძიმე ომი გამოიწვია.

რუსმა ოკუპანტენმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება: ოლაფ შოლცი

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობენ.