LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს

142
ბორის ჯონსონი

„არ მოუსმინოთ იმ ადამიანების არგუმენტებს, ვინც ესკალაციაზე საუბრობს. დასავლეთში ხალხი ღელავს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა ესკალაციას გამოიწვევს“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა და თქვა, რომ უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება რუსეთთან ომის ესკალაციას არ გამოიწვევს.

„მე ვიყავი ბუჩაში. როგორ უნდა გამოვიწვიოთ ჩვენ დაპირისპირება იქ, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს ყველაზე განვითარებულ თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი კორპუსების დასაბომბად?“– აღნიშნა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის თქმით, უკრაინამ საკუთარი თავი NATO-ში უნდა ეძიოს, რადგან ალიანსში არყოფნამ ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მძიმე ომი გამოიწვია.

ზელენსკი: როცა რუსეთის ფედერაციას 1000 ტანკი აქვს, პარტნიორებისგან 20-50 ტანკის მოწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის

"ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ."

როგორც მანვე აღნიშნა, უკრაინასთან მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან ის იბრძვის ყველასთვის, ვინც პოტენციურად, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის აგრესიის მსხვერპლი გახდეს.

„უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და ბრიტანელი ხალხი მას 100%-ით მხარს უჭერს. ჩვენ, თქვენი მეგობრები, დაგეხმარებით ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ, რადგან ეს იქნება საუკეთესო რამ მსოფლიოსთვის, რათა ხალხი არ დაიღუპოს, და ეს იქნება საუკეთესო რამ უკრაინისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსი ხალხისთვისაც.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ტანკები. ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევს Challenger-ის ტიპის ტანკები გადასცა და ჩვენ ველით ტანკებს სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ გვინდა თვითმფრინავები უკრაინელი ხალხისთვის და გვჭირდება უკეთესი აღჭურვილობა, ყველა ტიპის იარაღი, რომელიც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება.“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, თუ ვაშინგტონი და NATO უკრაინას იარაღს მიაწვდიან, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევისთვის გამოიყენებს, საპასუხოდ ეს  უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებამდე მიიყვანს და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრ იარაღს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიევის რეგიონის ქალაქებში, ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდა.

„მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე“: საფრანგეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები