ამავე ანგარიშის თანახმად, ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს.
„აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა – კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა, რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ, უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო.“
„ჩვენ ბრძოლით ვიბრუნებთ და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მტრის წინააღმდეგობა და ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება“, - აცხადებს ზელენსკი.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, "ნატო-ს" მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან", - აცხადებს სტოლტენბერგი.
„გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე“ - ამბობს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი.
ილია ვიტიუკის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახორციელებს, რასაც თან ახლავს ძლიერი კიბერშეტევები, იმისთვის, რომ ზიანი მაქსიმალური იყოს.