LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

სერგეი შამბა: დასავლეთი საქართველოს უბიძგებს, აფხაზეთში „მეორე ფრონტი“ გახსნას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და ასევე აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება.

ზელენსკი: რუსები განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ ბრძანება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან მიღწევაზე, არ შეცვლილა – იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრის იარაღად გადაქცევა ტერორისტული სახელმწიფოს გეგმაა, როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის წინააღმდეგ.

შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა.

იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთის შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას, ეს კატასტროფა იქნება

მისი განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და კონტროლი დაამყარა ტერიტორიაზე უკრაინის აღმოსავლეთში.

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრემია – „თავისუფლების მედალი“ მიენიჭა

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდა. ცერემონია ფილადელფიაში გუშინ გაიმართა.

მედია: ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იმ უკრაინელ ლტოლვილზე დაქორწინდა, რომელიც სახლში შეიფარა

43 წლის ოვჩაჩეკმა პარასკევს იქორწინა და ამჟამად თაფლობის თვეში ჩეხეთში იმყოფება. მედიის ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნო, როცა ქალი უკრაინიდან ჩეხეთში ჩავიდა.

პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებზე: ჩვენ ჩავერიეთ, ვერევით და გავაგრძელებთ ჩარევას

„შეერთებული შტატები მუშაობდა რუსეთის მავნე გავლენის მცდელობების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად. ასე რომ, ევგენი ცნობილი ცუდი მსახიობია, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და ასევე ევროკავშირის მიერ.“

“უკრაინელები ზაფხულისთვის ყირიმს, ხოლო წლის ბოლომდე ომამდელ პოზიციებს დაიბრუნებენ” – ბენ ჰოჯესი

"შემდეგი ზაფხულისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმს გაათავისუფლებენ. ამ წლის ბოლოს დაიბრუნებს უკრაინა პოზიციებს", - საუბრობს ბენ ჰოჯესი.

მერის მრჩეველი: ოკუპანტები მარიუპოლის გარშემო თავდაცვის ხაზს აშენებენ

როგორც ანდრიუშჩენკო აღნიშნავს, ხაზს, ნაწილობრივ, საავტომობილო გზის მიდამოში, მარიუპოლსა და დაბა ნიკოლსკის შორის ამონტაჟებენ.

უკრაინაში დაიღუპა მოსკოვის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი, რომელიც მობილიზაციას უჭერდა მხარს

დეკანოზი მიხაილ ვასილიევი მობილიზაციას უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა მათ, ვინც მობილიზაციას გაურბოდა.