LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზალუჟნი: უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს.“ – წერს ზალუჟნი.

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, წერტილი დასმულია

აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები სოჭში სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი

"აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, მომავალში ყველა ზომით გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა"

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აქცია გაიმართა

პარალელურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა ხელი მოაწერა განცხადებას აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონის გადასვლის დაუშვებლობის შესახებ.

პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს – ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში მასპინძლობს

„მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“

უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშია – რუსები მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.

„როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ამიტომ ყველას სიმამაცე სჭირდება! საკმარისი გამბედაობა, დავუპირისპირდეთ ტერორს და დავსაჯოთ ისინი, ვინც ავრცელებს სიკვდილსა და სიძულვილს, ვინც საფრთხეს უქმნის და ანადგურებს თავისუფლებას", - აცხადებს ზელენსკი.

ვიდეო: “როგორ ძნელია შვილო…” – ამბავი ოჯახზე, რომელმაც ორი შვილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, ერთი ოჯახის ორი შვილის, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილების სიცოცხლე შეეწირა.

მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“: ნატოს სპიკერი 

ნატოს სპიკერის განმარტებით, „პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს უკანონო ომი უკრაინაში“.