LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„მათ ემუქრებათ მკაცრი ზამთარი უკიდურესად რთულ პირობებში“ – გაეროს ცნობით, ომის გამო 14 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა

ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების მიგრაცია არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე დიდი გადაადგილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირდა.

“რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია” – გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ამერიკული „სამხედრო ბიოლაბორატორიების“ შესახებ მხარი არ დაუჭირა

ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა

ზელენსკი: 252 დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ისგან მოითხოვა, ომის 8 თვის შემდეგ კი ამას უკრაინისგან ითხოვს, საოცარი ცვლილებებია

„ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს – Reprieve

გუანტანამოს უხუცესი პატიმარი, საიფულა პარაჩა თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს.

რუსეთის საგარეო უწყება: უმთავრესი პრიორიტეტი ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკების თავიდან აცილებაა

„მიმდინარე რთულ და ტურბულენტურ სიტუაციაში, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების შელახვისკენ მიმართული უპასუხისმგებლო და უსირცხვილო ქმედებების შედეგია, ეს უპირველესი პრიორიტეტია“ - აცხადებენ უწყებაში.

მედვედევი: თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, აუცილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია მორატორიუმის დაძლევა

როგორც მედვედევი აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის დროს დივერსანტებს, რომლებიც ფაშისტი მკვლელების ბრძანებით ძირისგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ხვრეტდნენ.

ვიდეო: „5-6 მშრალი გირჩი, ჭიქა წყალი და სამ წუთში ადუღდება“ – უკრაინელი მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად, სამხედროებისთვის მინი ღუმელებს ამზადებს

უკრაინელი მასწავლებელი ფრონტის ხაზზე რამდენიმე ათეულ მინიატიურულ ღუმელს უახლოეს მომავალში გაგზავნის. როგორც მან აღნიშნა, დასაწყისისთვის ასეთი მოწყობილობის გაგზავნას, ოხტირკასა და ნიკოლაივში გეგმავს.

გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს – ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე

"აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს“, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს განვითარებაში “აქტიურად დაეხმარება”

ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში "აქტიურად დაეხმარება"

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-5 ენერგობლოკის სახურავზე ელექტრონული ომის სისტემები განათავსეს

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მოლდოვის დესტაბილიზაციას ისახავენ მიზნად: მაია სანდუ

მისივე განცხადებით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ახლა წამოიწყეს აქციები, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად ახდენენ დესტაბილიზაციას.

„ნაპოლის“ ქართულ სენსაციას „კვარადონა“ დაერქვა – CNN ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ სტატიას უძღვნის

„მას სიყვარულით „კვარადონა“ შეარქვეს“, - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ, 77-ნომრიანი მაისურით უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა“.

მედვედევი: მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვება იქნება მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილების გარანტი

„ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით“ - წერს დიმიტრი მედვედევი.

პუტინს უფლება არ უნდა მიეცეს, სისხლით შეღებილი ხელებით G20-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაჯდეს – უკრაინის საგარეო უწყება

„ბალის სამიტზე  პუტინის მიწვევა უნდა გაუქმდეს და რუსეთი G20-დან უნდა გაირიცხოს“ - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.