LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს – ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე

44
BeFunky-collage (2)

არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით, ამ ნაბიჯით რუსეთი საბოლოოდ გავა ცივილური ქვეყნების რიგებიდან და დაკარგავს ყველა მოკავშირეს, რომლებიც ჰყავს.

მანვე აღნიშნა, რომ „უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას“ და დასძინა, რომ ეჭვი არ ეპარება უკრაინელების გამარჯვებაში.

„აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები