LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა – ჟურნალისტის აგარაკზე ჩხრეკა მიმდინარეობს

ჟურნალისტის გამგზავრებას წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА Новости. როგორც გამოცემა წერს, სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.

შოიგუ ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებს „ბინძურ ბომბზე“ ესაუბრა

“ბირთვული ან რადიოლოგიური იარაღის გამოყენების პერსპექტივა კაცობრიობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება,” - განუცხადა სინგმა შოიგუს.

კადიროვი: არსად გავჩერდებით დონ, ჩვენი ტერიტორია არ სრულდება ზაპოროჟიესთან, არც ხერსონთან. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი – ტირილის დრო არ არის, სახელმწიფოს და პრეზიდენტს ვჭირდებით

გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსები უკრაინელებს საკუთარი იარაღით ანადგურებენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა განადგურებულ „აზოვსტალის“ ქარხანაში დემონების განდევნის რიტუალი ჩაატარა

„ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით, გამაოგნებელი ტემპებით უბრუნდება გამოქვაბულის ხანას და ამ ქვეყნის სახელია რუსეთი.“– წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.

მარგარიტა სიმონიანი: სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს

სიმონიანი ეხმიანება სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს რუსეთის დუმის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინს.

რუსეთმა აშშ-ს დაგეგმილი ბირთვული წვრთნების „გრომის“ ჩატარების შესახებ აცნობა

როგორც აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი განმარტავს „ეს რუსეთის რუტინული წვრთნებია“.

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს: ჯო ბაიდენი

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, რომ უკრაინა ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მას სჯერა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა გაგრძელდება.

ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთ პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს.

რიში სუნაკის მიმართვა – უკრაინაში პუტინის ომმა, მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია მოახდინა, ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას

„ჩვენ გავაერთიანებ ჩვენს ქვეყანას - არა სიტყვით, არამედ საქმით. დღე და დღე ვიმუშავებ. ამ მთავრობას ექნება ერთობა, პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე“ - აღნიშნა პირველი ოფიციალური მიმართვის დროს სუნაკმა. 

ვიდეო: საჰაერო განგაშის გამო, ჩერნიგოვში ვიზიტით მყოფი გერმანიის პრეზიდენტი თავშესაფარში გადაიყვანეს

„ამის შემდეგ შტაინმაიერმა მოქალაქეებთან საუბარი სპონტანურად, თავშესაფარში განაგრძო“ - წერს მედია.

მარია ზახაროვა: ვაშინგტონი და ბრიუსელი სომხეთში ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ

ზახაროვამ აღნიშნულზე პრესკონფერენციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საუბრისას განაცხადა და სომხეთში ანტირუსულ განწყობებზე ისაუბრა.