LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზელენსკი: თუნდაც 100 ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეახსენებს ოკუპანტებს, რომ მათი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ომში მონაწილეობაზე უარის თქმა და ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებაა.

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოების მომხრეა: 27,30,36 სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს მეტი გავლენა ექნება მსოფლიოში

ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც,- თქვა ოლაფ შოლცმა.

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და რუს ოკუპანტებს უკან დაახევინეს: არესტოვიჩი

არესტოვიჩი ვერ აკონკრეტებს ფრონტის რომელ მონაკვეთზე განდევნეს რუსები, რადგან ინფორმაცია გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია.

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის 725$ მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს

BBC-ის ცნობით, თანხა თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეძენას, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

მტერს არაფერ უკრაინულს არ დავუტოვებთ – ყველაფერს გავათავისუფლებთ: ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს მადლობას უხდის, რომელთაც უკრაინის დამცველთა დღე, ქვეყნის დაცვაში გაატარეს.

რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ალექსეი კულება განმარტავს, რომ საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ გრძელდება და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში უნდა დარჩნენ.

„მოდით, ვიყოთ გულწრფელები, მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გაგვეძლო” – პოდოლიაკი

პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში.

“პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას” – ლუკაშენკო

"თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის - წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი"

“რუსეთი არ ისწრაფვის უკრაინის მასშტაბური დაბომბვისკენ და არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას.. დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას” – პუტინი

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე.

რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს

ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი კვირას ააფეთქეს. რუსეთში აცხადებენ, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური კიევი ბრალდებებს უარყოფს.