LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-ს გადააჭარბა

76
ბართინის მაღარო

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა Twitter-ზე წერს, რომ ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.

მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს: სალომე ზურაბიშვილი

ძალიან დაგვამწუხრა ბართინის მაღაროში აფეთქებამ – გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას: ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები