LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას ჩადენილი მძიმე დანაშაულებები

აღნიშნულ საქმეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2022 წლის დეკემბერში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია: საპროტესტო აქციებზე არეულობისას, 26 ადამიანი დაიღუპა

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა რამდენიმე პოლიციელიც.

რუსეთში სამხედრო კომისარიატებს ცეცხლი წაუკიდეს – “ეხო კავკაზა”

ამურის რაიონის ქალაქ სვობოდნიში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. ბოთლი ასფალტზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა - მედია

ტყუილია, ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზაციას – ვიბრძოლებთ მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო გახდება ჩვენი სახლის დაცვა: ლუკაშენკო 

ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი აუცილებლად უპასუხებს ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობებს.

ბლინკენი: თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, უკრაინა აღარ იქნება

„ერთმა კაცმა აირჩია ეს ომი და ერთ კაცს შეუძლია დაასრულოს ის. უთხარით პუტინს, შეწყვიტოს საშინელება, რომელიც მან დაიწყო“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი

„შეეცდებიან შეაჩერონ ჩვენი თავდასხმა და გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფო, რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა“ - აცხადებს სკიბიცკი.

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

სანქციები შეეხო ასევე ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების, ასევე სამართალდამცავი ძალების შვიდ მაღალჩინოსანს.

ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება – რამზან კადიროვი

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ და პატივცემულ დედებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ", - წერს კადიროვი "ტელეგრამში".

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

ამანპური ირანის დედაქალაქში გაიზარდა. ის ამბობს, რომ ირანში რეპორტაჟის გაკეთების დროს თავსაბურავს ატარებს ადგილობრივი კანონების და წესების გამო, რადგან ამის გარეშე ჟურნალისტად მუშაობას ვერ შეძლებდა. მაგრამ ჟურნალისტმა თქვა, რომ თავსაბურავს არ გაიკეთებს ირანის ფარგლებს გარეთ.

ვიდეო: ის, რა თქმა უნდა, ნაბ**ვარია, მაგრამ ის ჩვენი ნაბ**ვარია – ლავროვი აშშ-სა და ზელენსკიზე საუბრობს

ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ისაუბრა.

ოკუპანტები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში“: სერგეი გაიდაი

უკრაინაში ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმი“ დაიწყო. 

უკრაინელებმა რუსების კუთვნილი ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა „კამიკაძე“ დრონები მიკოლაივის ოლქის ნიკოლაევსკის და ბაშტანსკის რაიონებში გაანადგურეს.

უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას – ნატო

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ დაწყებასთან დაკავშირებით, ნატო განცხადებას ავრცელებს.