როგორც მედვედევი განმარტავს, „დასავლურ ისტებლიშმენტს“ და ნატოს ქვეყნების ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ „რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა არ არის“.
„გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების შეფასებაზე და, რა თქმა უნდა, თავად ვლადიმირ პუტინზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ „რეფერენდუმი“ და მობილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს“ - წერს გამოცემა.
„ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი და ვცდილობთ, თითოეული უკრაინელი გადავარჩინოთ. ეს არის უკრაინის აზრი, ჩვენი არსი, ეს არის ის, რაც მტრისგან გამოგვარჩევს“ - განაცხადა ტყვეების დაბრუნების შემდეგ ზელენსკიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ - სისუსტის დამადასტურებელია.
როგორც ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გახდება სიგნალი ყველა „შესაძლო აგრესორისთვის“, რომ მათ უნდა დააფასონ მშვიდობა ან მსოფლიო პასუხს აგებინებს.
„ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე მივიდა პლაკატით: „არა როსკომნადზორს“, ნოვოსიბირსკში კი აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოვიდა“.