LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს, მას არ აინტერესებს მშვიდობა – ევროკომისიის წარმომადგენელი

პიტერ სტანომ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში „ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს და გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზეზებით ხსნის.

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

„ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს ომი ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან. რისთვის დაღვრიან ცრემლს დედები და ბავშვები?“ - წერია განცხადებაში.

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება მოსალოდნელი იყო და ის ხაზს უსვამს, რომ ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ ვითარდება.

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

„ეს ორ რამეზე მეტყველებს: რუსეთის ჯარის დანაკარგები არამხოლოდ უზარმაზარია, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად აჭარბებს 100 ათასს, უფრო მეტიც, 150 ათასთანაა ახლოს.“– წერს არესტოვიჩი twitter-ზე.

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე – იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა“ – მაკრონმა და შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს

„ომი ძირს უთხრის გაეროს პრინციპებს, ერთადერთ შესაძლო მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. მე ჩართული ვიყავი და გააგრძელებს დიალოგს მოსკოვთან, რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ვიპოვოთ მშვიდობა.“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

პუტინის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 21 სექტემბრიდან შევიდა და მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უკრაინის „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დაცვას.

კულება: მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის, უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს

„რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის მიწის ნაწილები“ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან, ისინი იბომბებიან, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე 

„ჩვენ გავაგრძელებთ აზიაში, აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმის ახსნას, თუ ვინ არის რეალური დამნაშავე მზარდ არასტაბილურობაში, ენერგიის და სასურსათო კრიზისში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.