„13 სექტემბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გააგრძელოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის შეთანხმების სრულად განხორციელება.
„ელიან, რომ დედოფალთან გამოსამშვიდობებლად მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი მივა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებასაც კი უწოდებენ“ - წერს ბრიტანული მედია.