LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება – აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი სომხეთის რესპუბლიკაა“.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო.

ზელენსკი – სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენმა მეომრებმა უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

როგორც მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს, რათა ტერორის შეწყვეტა აიძულოს

ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს

რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი იპოვეს, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

„სკამი ჩაქუჩით, ლენტით.. სისხლის კვალი…“ – დეოკუპირებულ ბალაკლეაში, სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს

ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა მარიანა ბეზუგლამ გაავრცელა.

Reuters: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის მოთხოვნას საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, უარით უპასუხა

„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებს ასეთ ქმედებებს.“– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კიევის ოლქში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

პესკოვი: „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსი სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი „სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს [პუტინს] ეცნობება.“

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განაცხადებით, 12 სექტემბერს რუსი ოკუპანტები ხარკოვს თავს დაესხნენ.

„საიდუმლოს გაგანდობთ… ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას“ – რას აცხადებს რეზნიკოვი დონბასსა და ყირიმზე

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა არ იღებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან „მშვიდობიანი“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს.

მედვედევი: უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“

მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს „ვინმე ზელენსკის“ განცხადებას უწოდებს და აცხადებს, რომ დიალოგი არ იქნება მასთან, ვისაც ულტიმატუმები აქვ