LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ფრონტიდან კარგი ამბები წლის ბოლომდე იქნება: ალექსეი რეზნიკოვი

მისივე განმარტებით, უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ფინანსური დახმარება, რადგან ქვეყანას აქვს შანსი ომი მოიგოს. 

„სიტუაციის ნებისმიერმა გამწვავებამ, შესაძლოა, თვითგანადგურება გამოიწვიოს“ – გაეროში უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ამ უაზრო ომის შედეგები უკრაინის ფარგლებს მიღმაც იგრძნობა.

17 წლის მაკი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა

მაკი 3 წლიდან ოცნებობდა პილოტის კარიერაზე, თუმცა რეკორდის დამყარების შემდეგ მისთვის პრიორიტეტი სკოლაა და განათლების მიღების შემდეგ ის თავის მომავალს მაინც ავიაციაში ხედავს.

რუსეთმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება გამოაცხადოს: ჯონ კირბი

არსებული ინფორმაციით, აშშ მოელის, რომ მოსკოვი „არჩევნების“ შედეგების მანიპულირებით იმის მტკიცებას ეცდება, რომ სამხედროების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ.

უკრაინა ყოველდღე გაძლიერდება და ჩვენი დამოუკიდებლობა არასოდეს დასრულდება – არ არსებობს ისეთი ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ, წაშალონ თავისუფლება: ვოლოდიმირ ზელენსკი

„არასდროს იარსებებს ისეთი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ, გატეხონ იმ ხალხის ნება, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია…ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან 5 ავტომობილში დაიწვა და დაიღუპა 11 წლის მოზარდიც: ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ოკუპანტებს პასუხის გაცემას ყველაფერზე, რაც გააკეთეს და ოკუპანტებს აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯონსონი: სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას

„თქვენ არ შეგიძლიათ მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც უნდა ქუჩაში თავდასხმის დროს, საფულესთან ერთად სიცოცხლე წაგართვათ“ - აღნიშნა ჯონსონმა.

„გისურვებთ მშვიდობიან ცას“ – ლუკაშენკო უკრაინის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და წარმატებები უსურვა ღირსეული ცხოვრების აღდგენაში“ - წერია მიმართვაში.

აშშ უკრაინას 3-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, 54 მლნ ფუნტის დახმარების პაკეტს ამტკიცებს ბრიტანეთიც

ბრიტანეთის დახმარების პაკეტი მოიცავს 850 მიკროდრონსაც, ისინი სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლადაა, იმისათვის, რომ მოახლოებული მტრის ძალები გამოავლინონ. 

„ეს ჯილდო ასახავს ყველაფერს, რაც მან უკრაინისთვის გააკეთა “ – ზელენსკიმ ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

„რაც ხდება უკრაინაში, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში“ - აცხადებს ჯონსონი.

რუსეთი განზრახ ანელებს ტემპს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილოს: შოიგუ

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

ზელენსკი: „ექვსი თვეა ვუძლებთ.. ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ”

24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით.. ვიღაც თხრილებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში“ – როგორია უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

„შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.“. - ასმბობს ზელენსკი

აშშ უკრაინას რეკორდულ $3-მილიარდიან დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ვინაიდან დახმარების ახალი პაკეტი USAI-ს ნაწილია, ის არ გამოიყოფა აშშ-ს მარაგიდან. უკრაინას ის იარაღის მწარმოებელი კონტრაქტორებისგან გადაეცემა.