LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზატულინი: რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანებით გამოჩნდება მწვანე შუქი.. ამ ქვეყანაში რუსები იყიდიან მიწას

„აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს ეჭვების გაჩენას: ამბობენ, რომ თუ ეს მოხდება, ხვალ აფხაზები დაკარგავენ სახელმწიფოზე კონტროლს“. - ამბობს ზატულინი.

რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა – წმინდა საყდრის ნუნციო ​უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში პაპი ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო

მშობლებს, ნათესავებსა თუ ნაცნობებს შეუძლიათ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების შესახებ შეატყობინონ.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგო ქსელიდან გაითიშა

უკრაინულმა ოპერატორმა "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ საკომუნიკაციო ხაზების დაზიანების შემდეგ, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან მთლიანად გაითიშა

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ეს ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა“ – პრეზიდენტი ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვაზე

„ვგლოვობ ამ ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

პუტინი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის – არმიის შემადგენლობა 2 მილიონს გადააჭარბებს

პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის არც უკრაინისთვის და არც ევროპისთვის: მიხაილო პოდოლიაკი

როგორც პოდოლიაკმა განმარტა, ნებისმიერი დროებითი ზავი, სამომავლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

ბლინკენი: „ფილიპ რიკერის მთავარ მრჩევლად დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ანიჭებს

ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე უხელმძღვანელებს.

დაე, უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალწულ დარიას – ლევან ვასაძის წერილი, რომელიც დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ საღამოზე წაიკითხეს

„შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა“. - წერს ვასაძე.

ოლენა ზელენსკა: „როდესაც მეკითხებიან, რა იყო ყველაზე საშინელი ომის 6 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, რომ ყველაზე საშინელი ყოველ ჯერზეა“

„ახლაც ყველაზე საშინელი რამ მოხდა ჩაპლინოში - დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერასოდეს ვერ წაგვართვა“ - წერს უკრაინის პირველი ლედი.

ჩრდილოეთ კორეაში გაურკვეველი წარმოშობის ცხელების შემთხვევები დაფიქსირდა

სახელმწიფო მედიის განცხადებით, ახალი ვირუსი არ უკავშირდება კოვიდ-19-ს, რომელზე გამარჯვებაც ქვეყანამ ცოტა ხნის წინ იზეიმა. 

ნახევარი წელია უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს – ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.