LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას წყალქვეშა დრონებს გადასცემს

როგორც სამინისტროში ამბობენ, ეს დაეხმარება უკრაინას სანაპირო ზოლი ნაღმებისგან გაწმინდოს და მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო უსაფრთხო გახადოს.

სტოლტენბერგი: რუსეთის შესაძლებლობების ზრდა არქტიკაში NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

მისი თქმით, მიესალმება კანადის მიერ დაანონსებულ ინვესტიციებს ჩრდილო-ამერიკული თავდაცვის კუთხით. 

ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას

ზელენსკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებლებს რადიაციული გაჟონვის მზარდი შიშის ფონზე, იოდის ტაბლეტები დაურიგეს

როგორც გამოცემა წერს, იოდის ტაბლეტები ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, ხუთშაბათს, უკრაინის ეროვნული ქსელიდან დროებით იქნა გათიშული.

„ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ვემზადებით“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი

„ყველაფერი, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ ზამთარში გადასარჩენად, მათ ექნებათ და ექნებათ უფასო“ - აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.

რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ ევროკავშირი საგანგებო სხდომას იწვევს

„ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს მთელ ევროკავშირს აზიანებს“ - აცხადებს ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრი.

ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უკრაინამ რამზან კადიროვს ბრალი წარუდგინა

„2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებას და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს და ისმენდა მოხსენებებს მათი ლიდერებისგან“ - აცხადებს ურკაინული მხარე.

გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვყბედობთ? – ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა

მისი თქმით, ბელარუსი მზადაა, ადეკვატურად უპასუხოს დასავლეთის „სერიოზულ პროვოკაციას“.

რუსეთს მხოლოდ მეზობლების განადგურება და „სსრკ 2“-ის აღდგენა აინტერესებს: მიხაილო პოდოლიაკი

მისივე განმარტებით, „საუბარი ნატო-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე - მხოლოდ სისასტიკის, ომის დანაშაულებისა და ომის დამნაშავეების ცინიკური გამართლებაა“.

„ტერორისტი ვარ, ყველას მიწასთან გაგასწორებთ“ – სოლოვიოვს პირდაპირ ეთერში ისტერიკა დაეწყო

როგორც მოსალოდნელი იყო, სოლოვიოვის გაღიზიანება რუსული ჯარის მიერ პოზიციების დათმობამ გამოიწვია.