LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

 არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე: ბორელი

მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.

სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია: ჯოზეფ ბორელი

სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს ქვეყანაში შესვლისას ან გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 379 ბავშვია დაღუპული: უკრაინის გენპროკურატურა

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება: ურსულა ფონ დერ ლაიენი

ლაიენის თქმით, უკრაინელები და სხვა ხალხები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.

ოკუპანტებმა მარიუპოლთან შექმნეს ბანაკი, სადაც ბავშვებს ტვინს ურეცხავენ, სროლას და უკრაინის სიძულვილს ასწავლიან: მარიუპოლის საბჭო

მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, „ოკუპანტებმა მარიუპოლთან ახლოს მდებარე სოფელ მელეკინოში ბანაკი გააკეთეს, სადაც უკრაინელ ბავშვებს უკრაინის მიმართ ზიზღს უნერგავენ“.

რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45% აქვს დარჩენილი: ვადიმ სკიბიცკი

ვადიმ სკიბიცკის განაცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა „ისკანდერებთან“, „კალიბრებთან“, X-22 და S-300 რაკეტების მარაგთან დაკავშირებით.

ანდერს ბრეივიკის თქმით, სამარტოო საკანში ყოფნით, მისი უფლებები ირღვევა

მის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე თამთა ლიპარტელიანიც დაიღუპა.

უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასულებს 10 000 რუბლის პენსია დაენიშნებათ – ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება

განკარგულების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 18 თებერვლიდან იძულებით მოუწიათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება და რუსეთში წასვლა, თვეში 10 000 რუბლის ($170) ოდენობის პენსია დაენიშნებათ. 

მიხაილო პოდოლიაკი: ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ომის დასრულების გზის შესახებ სოციალურ ქსელ Twittr-ზე წერს.

„ენერგოატომი“ – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება

"ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით"