LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას

"შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს"

რუსეთმა „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა

გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან ბატალიონის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა „ტერორისტული“ მუხლით ემუქრებათ.

გუტერეში: ბირთვულ განადგურებამდე მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს

"მსოფლიო დგას ისეთი ბირთვული საფრთხის წინაშე, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა" - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.

ფოტო: ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახსენებლად მიტანილი მზესუმზირები ფეხით გათელა

„მტრებს ძალიან აღიზიანებთ ყოველი სიმბოლო, რომელიც ახსენებს მსოფლიოს ჩვენს ბრძოლას, ღირსებასა და გამარჯვებას, ასევე იმ გაუთავებელ ბოროტებას, რომელსაც რუსები ყოველდღიურად აყენებენ ჩვენს ხალხს.“ – წერს უკრაინის ელჩი აშშ-ში.

„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია

ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის მიერ მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ეხებოდა საზღვაო ძალებს, ხოლო იმას, თუ საიდან გაჩნდა ტექსტი, რომელიც 10 წუთში წაიშალა და ვინ გატეხა გვერდი - სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გაარკვევს.

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა

არის თუ არა ავთენტური პოსტი ან ნამდვილად გატეხეს თუ არა მედვედევის გვერდი, მედიაში ინფორმაცია არ დასტურდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ომი უკრაინაში – რუსებმა ხერსონში საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია ორი ადამიანი

რუსი ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გახსნას ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

ამავე დროს, საფრანგეთის მთავრობა იტოვებს შესაძლებლობას, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს არა უმეტეს ორი თვის ვადით. 

განადგურებულია 52 რუსი სამხედრო – უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ეშელონი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ ივლისში დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან მიიღო სარაკეტო სისტემები (HIMARS).

კოსოვომ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე გადადო

როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება გადაიდება ერთი თვით, თუ პირველ აგვისტოს კოსოვოს ჩრდილოეთში განთავსებული ბარიკადები მოიხსნება.