LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„არ არსებობს სიტყვები, ყველაზე საშინელი კოშმარია, რომ შენი ოჯახის წევრს ამ გზით ემუქრებიან“ – რუსეთის მარიონეტული სასამართლო უკრაინაში მებრძოლ ბრიტანელ მოხალისეს სიკვდილით დასჯას უპირებს

რიტანელმა მოხალისემ, ეიდენ ასლინმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შეძლო ოჯახთან დაკავშირება და განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და რუსი „ბოევიკები“ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მალე აღასრულებენ

„მამაკაცებს არავინ ეუბნება, რომ თხრილების დაცვა მოუწევთ” – მარიუპოლში, მოზარდებს „დასაქმების“ შეთავაზებით რუსულ „სამხედრო-პატრიოტულ“ ორგანიზაციაში რიცხავენ

მარიუპოლში ახალგაზრდებს რუსული „სამხედრო-პატრიოტული“ ორგანიზაცია Yunarmiya-ში იწვევენ, რომელსაც გერმანული ჰიტლერის ახალგაზრდობას ადარებენ.

პოდოლიაკი: კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით“ – დროა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით

როგორც პოდოლიაკი საკუთარ „ტვიტში“ ამბობს, დროა, მსოფლიომ აჩვენოს, რომ რუსეთის შანტაჟით დაიღალა.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტა“ გაანადგურეს – დანაყოფი სპეციალურად NATO-ს ძალებთან დასაპირისპირებლად იყო გაწვრთნილი

„დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს...“ – ამბობს რუსი ჯარისკაცი აღნიშნულ ჩანაწერში.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, სტატუსი სამივე კანდიდატ ქვეყანას მიანიჭოს

კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ალიანსი და განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა.
ტომ ვანდენდრიშე

უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს…ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში: ევროპარლამენტარი ვანდენდრიეშე

მისი თქმით, უკრაინას არ შეუსრულებია ვალდებულებები და ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა

მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას: ზელენსკი

"ეს არის გაერთიანების დიდი მოტივატორი და, შესაბამისად, დიდი მოტივატორი უკრაინის გამარჯვებისთვის“

ათასზე მეტი დაღუპულია, ასობით სახლი დანგრეულია, ნანგრევებში მოყოლილების რაოდენობა უცნობია – ავღანეთში მიწისძვრის შემდეგ, „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

სამწუხაროდ, მთავრობა სანქციების ქვეშ არის და არ შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ხალხს საჭირო მოცულობით
ურსულა ფონ დენ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: წარმატების მისაღწევად, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად

მისივე თქმით, მათ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კალიურანდი: ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა.“– განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მაქს ლევინი რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს, მომხდარის სავარაუდო სურათის აღდგენა შევძელით – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოძიების დასკვნას აქვეყნებს

შემთხვევის ადგილზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვია შესაძლო დნმ-ის კვალით, რაც ცხადყოფს რუსი სამხედროების ყოფნას ლევინის მკვლელობის ადგილთან ახლოს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა

რუსმა სენატორმა ვლადიმირ ჯაბაროვმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ „დისკრიმინაციული მოქმედებით“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის დარღვევაში დაადანაშაულა.

მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახელი ეწოდა

ამგვარად, მოსკოვის საკრებულო გამოეხმაურა იმ ქუჩებისა და მოედნების დასახელებების გადარქმევას, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული.