„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი – ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა“,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც პოდოლიაკი საკუთარ „ტვიტში“ ამბობს, დროა, მსოფლიომ აჩვენოს, რომ რუსეთის შანტაჟით დაიღალა.
„კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით.“ – დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით.“– წერს პოდოლიაკი.
Unpunished Ru-evil is always growing. Electoral interference, political murders and chemical weapons – have transformed into bombing of cities, migration crisis, famine threat. Kremlin is waiting until the world “gets tired of ??”. Time to show: world is tired of ?? blackmail.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 23, 2022
