LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: დადებითი შეხედულებები არ გვაქვს

Reuters ცნობით, ერდოღანმა ისაუბრა, რომ სკანდინავიური ქვეყნები „ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია.“

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს აფრთხილებს, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება, თუ უკრაინის პორტები დაბლოკილი დარჩება

სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მარაგი უკრაინიდან, რომელიც ცნობილია როგორც „მსოფლიოს პურის კალათა“, ჩაკეტილია, რადგან რუსეთს ბლოკირებული აქვს ოდესა და ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი პორტები.

ვიდეო: უკრაინაში 21 წლის პირველ რუს სამხედროს ასამართლებენ

გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის ოკუპანტმა ჯარისკაცმა, 28 თებერვალს, სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან, უიარაღო მკვიდრი, გზის პირას, ველოსიპედით სეირნობისას მოკლა.

ალექსეი რეზნიკოვი: უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის

„ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს.“- თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კუჩმა, იუშჩენკო და პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ

ყოფილი პრეზიდენტების განცხადებით, „რაშისტების“ ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია.

რუსებმა ხარკოვის რეგიონში სამი ხიდი ააფეთქეს

როგორც უკრაინული მედია წერს, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა მდინარე სევეროდონეცკის გადაკვეთისას.

საფრანგეთის საგარეო უწყების მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის

როგორც მანვე აღნიშნა, საერთაშორისო საუბრები უნდა იყოს ფოკუსირებული სურსათის ფასების ზრდაზე, რადგან ორგანიზაციები მსოფლიოს აფრთხილებენ უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე.

აშშ: რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს

უთოში აშშ-ს ელჩის, მაიკლ კარპენტერის თქმით, იძულებით გადაადგილება და ძალადობა, რომელსაც უკრაინელები ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ცენტრებში აწყდებიან, ომის დანაშაულია.

რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად: სერგეი ლავროვი

როგორც ლავროვმა დასძინა, მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე: ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზოგადოებას მთელი 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.

ჩრდილოეთ კორეა COVID 19-ით პირველი პაციენტის სიკვდილს აღიარებს

აღნიშნულის შესახებ dailymail იუწყება და წერს, რომ მიზეზი უზარმაზარი აღლუმია, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში ეპიდემიის „აფეთქება“ გამოიწვიოს.

ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. დახმარება გვჭირდება – ბევრ დაჭრილს სიკვდილს საათები აშორებთ: „აზოვის“ ბატალიონის ექიმი

მისივე განმარტებით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შესვლა ქარხნის ტერიტორიაზე, რადგან ბევრ დაჭრილს სიკვდილს არა დღეები, არამედ საათები აშორებთ.

ჩემი შვილი ახლა იმ ჯოჯოხეთშია, … გთხოვთ, კაცი კაცს, როგორც მამა მამას, დამიბრუნეთ შვილი – „აზოვსტალში“ მებრძოლის ოჯახის წევრი თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს

გვჭირდება გმირი, რომელსაც ექნება  პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს პროცედურა განახორციელოს. 

ამერიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

სენატორი კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვს. მას სურს შეიქმნას სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯვას.