როგორც რეზნიკოვი განმარტავს, აქამდე საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ იარაღზე იყვნენ ორიენტირებულები, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა მათი გამოყენება იციან და მათი ომში ჩართვა დაუყონებლივ იყო შესაძლებელი, თუმცა რეზნიკოვის თქმით, აღნიშნული იარაღი 30-40 წლის წინ არის დამზადებული და ცუდ მდგომარეობაშია.
"კიდევ ვის ეყო გამბედაობა, ეთქვა მსოფლიოსთვის, რომ პირფერობა ცუდი იარაღია? კიდევ ვის ეყო გამბედაობა დაეყოლიებინა უმსხვილესი გლობალური კომპანიები დაევიწყებინათ ბუღალტერია და ეფიქრათ მორალზე?"
სანქციების პაკეტი მოიცავს: რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას; რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების გაყინვას; ემბარგოს რუსეთში იარაღის მიწოდებაზე; ექსპორტის აკრძალვას რუსეთში.
"რუსეთის მონაწილეობის შეჩერება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის კიდევ ერთი სასჯელი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს" - წერს ზელენსკი.
პესკოვმა ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთმა "უკრაინაში სპეცოპერაციის" დროს მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.