LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

გაქვთ 2 გზა: რუსეთის გაძევება ან ორგანიზაციის გაუქმება – თუ საუბრის გარდა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა არ გრჩებათ: ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

ზელენსკი გაეროს: რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ – მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხედავს რა სამხედრო დანაშაულები შეიძლება ჩაიდინონ 

ზელენსკის თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთი შეეცდება, აიღოს დონბასი და შექმნას სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან, ეს ომის გადამწყვეტი ფაზაა

„ნატო მიისწრაფვის უკრაინის კიბერუსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფისკენ და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ დასაცავად.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი: ველოდები, რომ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი NATO-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე დაუცველნი არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის

„პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს გააძლიერონ გამძლეობა და ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია განახორციელონ.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“ვოლიერები განადგურებულია, ცხოველები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან” – ხარკოვის დაბომბილ ეკოპარკში, შესაძლოა, ცხოველები დააძინონ

"ამაზე საუბარი წარმოუდგენლად მტკივნეულია, მაგრამ ახლა მთავარი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლეა", - ნათქვამია განცხადებაში.

„მეტი დამცირებისთვის თავი გადაგვპარსეს, გვაშიშვლებდნენ, გვაიძულებდნენ წამების სანცვლოდ რუსეთი გვედიდებინა“ – უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გატარებულ სასტიკ დღეებს იხსენებენ

თავის გადაპარსვა, გაშიშვლება და პროპაგანდისტულ სიუჟეტებში მონაწილეობის იძულება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც უკრაინელი ქალი სამხედროები იხსენებენ. 

„სახლების კარები დანაღმულია, მხოლოდ იმისთვის, რომ კარი გააღო და მაშინვე აფეთქდე“ – უკრაინის შსს-მ ბუჩაში ათასზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა განაღმა

„ქალაქში განეიტრალებულია ათასზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც რუსმა სამხედროებმა სახლები და ქუჩები დანაღმეს.“ – თქვა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ.

რუსი გენერალი: მოვკალით სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 93 „ნიღბიანი ბოევიკი“ – დანარჩენის განადგურება დროის საკითხია

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ეს განაცხადი დასტურია იმისა, რომ რუსეთში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებენ, მარიუპოლში დაახლოებით ამდენივე ადამიანის მკვლელობას.

„გთხოვთ, სველი სახის ნიღბები მოამზადოთ“ – ლუგანსკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს: სერგეი გაიდა 

სერგეი გაიდა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები, შენობები და დახურულ მდგომარეობაში ჰქონდეთ კარები და ფანჯრები.

ზელენსკი: დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თავის ახალ მიმართვაში აღნიშნა, უკრაინა ამ ყველაფერს მსოფლიოს გააცნობს.

კულება: ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე გასაოცარს – ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს

კულებას თქმით, ბუჩას ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს მოვლენას, რომელმაც უნდა შეცვალოს სიტუაცია იმასთან მიმართებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა.

ზელენსკი: თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, ისე, რომ ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშონ – ჩვენ შევუერთდებით

"ასე რომ, ჩვენ შევქმნით ჩვენს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელმაც ჩვენი დაცვა უნდა შეძლოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დანიამ 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები სისასტიკის, ბოროტებისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითია.

კლიჩკო დასავლეთს: ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს, შეწყვიტონ ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი კომერციული კავშირი რუსეთთან.