LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: ველოდები, რომ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი NATO-ს პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე დაუცველნი არიან, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის

79
იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები მზად არიან მეტი გააკეთონ ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან დაუცველები არიან.

„ველოდები, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ უფრო მეტი ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის.

პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს გააძლიერონ გამძლეობა და ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია განახორციელონ.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნატოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.