LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

რუსეთის აგრესიის შედეგები ევროპას სცდება და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მსოფლიოში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საჭიროებები ყველა დროის ნიშნულს გასცდა და კრემლის ომი სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში უქმნის საფრთხეს. 

ზელენსკი: არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, ეს კი აუცილებლად მოხდება!

"ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ღიად და თამამად. ვიმუშავებთ შედეგისთვის სრული ენერგიით და მთელი ძალით", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

The Kyiv Independent: რუსეთმა სტრატეგიული აეროპორტიდან ავიაცია გაიყვანა.. ვრცელდება ფოტოები

მედია წერს, რომ ჩორნობაივკას აეროპორტი, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8-ჯერ დაბომბა, უკვე ცარიელია. 

კადიროვი ზელენსკის: შეწყვიტე ამერიკისა და ნატოს მარიონეტობა.. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა

კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთა და აღნიშნა, მზად არის მიმართოს პუტინს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფარი სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მისცეს.

პოლონეთი გეგმავს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს – BBC

ინიციატივასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ნატო-ს საგანგებო სამიტზე ისაუბრებს

“არც საკვები, არც წყალი, არც წამალი. მუდმივი დაბომბვის ქვეშ” – ზელენსკის თქმით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება

ოკუპანტები ერთ ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხნენ და უკრაინის მთავრობის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლი ტყვედ აიყვანეს.

ზურა ბატიაშვილი: სადაც 30 მეტრში არავის იკარებს სიკვდილის შიშით, ამხელა რისკზე წამსვლელ ტიპს ნაღდად არ ჰგავს, საშუალო დონის ჯარიც აღარ ჰყავს.. სულ რამდენიმე დღეში ბოლომდე განადგურდება

ერთი თვეა უკრაინას ებრძვის და ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, ჯარი უნადგურდება, ეკონომიკა თავზე ენგრევა და რისი ორ ფრონტზე ომის მწარმოებელია ეგ? - წერს ზურა ბატიაშვილი.

POLITICO-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

გამოკითხვის ერთ-ერთმა მონაწილემ უკრაინის პრეზიდენტს "იმედის შუქურა" უწოდა, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ორგანიზაცია რუსეთს მონაცემებს აღარ გაუზიარებს

ორგანიზაციაში შიშობენ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გამოიყენოს ეს მონაცემები უკრაინაში თავდასხმების დასაგეგმად.

კულება: რუსული ომის კრიტიკისთვის გერმანულ რესტორანში უკრაინელი თანამშრომელი გაათავისუფლეს: The Kyiv Independent

რესტორნის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა თანამშრომელი ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე, სადაც მან თქვა, რომ რუსები სამოქალაქო პირებს კლავენ და უკრაინაში ქალაქების განადგურებას აპირებდნენ

დროა ევროპამ გაიაზროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია: მიხაილო პოდოლიაკი

"რუსულმა პროპაგანდამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რატომ უნდა დააჩოქოს ახლა ევროპა." - წერს პოდოლიაკი