LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ბატიაშვილი: სადაც 30 მეტრში არავის იკარებს სიკვდილის შიშით, ამხელა რისკზე წამსვლელ ტიპს ნაღდად არ ჰგავს, საშუალო დონის ჯარიც აღარ ჰყავს.. სულ რამდენიმე დღეში ბოლომდე განადგურდება

2193
BeFunky-collage

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტს, სადაც წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს საშუალო დონის ჯარიც აღარ ჰყავს.

ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წარუმატებელი “სამხედრო ოპერაციის” ფონზე, როგორც ამას თავად პუტინი უწოდებს, არავინ აპირებს რუსების შანტაჟს დაემორჩილოს.

“პოლონეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დოკუმენტებს წვავენ და ბევრს გაახსენდა, რომ რუსები უკრაინასთან ომის დაწყებამდე კიევშიც იგივეს აკეთებდნენ.

მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: მაშინ რუსები დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სწრაფ გამარჯვებაში, ახლა – უფრო პირიქით.

ერთი თვეა უკრაინას ებრძვის და ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, ჯარი უნადგურდება, ეკონომიკა თავზე ენგრევა და რისი ორ ფრონტზე ომის მწარმოებელია ეგ?

კი ბატონო, შეიძლება არა მხოლოდ დაემუქროს პოლონეთს, არამედ მეტ გამწვავებაზეც წავიდეს: გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები, მოაწყოს პროვოკაციები.

მაგრამ ამით რას მიაღწევს? ვერც ვერაფერს.

მოსკოვს შეიძლება ერჩივნოს იმის თქმა, რომ ნატოსთან აგებს და არა უკრაინასთან.

უკვე მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საშუალო დონის ჯარიც აღარ ჰყავს რუსეთს.

ნატოსთან კონვენციურ ომში სულ რამდენიმე დღეში ბოლომდე განადგურდება რუსეთი და ეს კრემლშიც კარგად იციან.

ომის შემდეგ მუშტების ქნევას უფრო ჰგავს რუსეთის მუქარები პოლონეთის მიმართ.

თუ მკითხავთ, ბირთვულ იარაღს ხომ არ გამოიყენებს, გიპასუხებთ: ერთი, ეგ არც ისე მარტივი საქმეა და მეორე, სადაც 30 მეტრში არავის იკარებს სიკვდილის შიშით, ამხელა რისკზე წამსვლელ ტიპს ნაღდად არ ჰგავს.

არავინ აპირებს რუსების შანტაჟს დაემორჩილოს.

ყველაფერი კარგად იქნება.

უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთის იმპერია კი დაინგრევა!”, – წერს ზურა ბატიაშვილი.